ხელოვნური ინტელექტი წარმატებით ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტში და სხვა სტუდენტებთან ერთად ლექციებს ესწრება
ვინ არის ფლინი?
ფლინი შემუშავებულია ღია კოდის ინსტრუმენტების და არსებული ღრმა სწავლების მოდელების (LLM) გამოყენებით.
„ჩვენი არჩევანი, გამოვიყენოთ არსებული ღია კოდის ღრმა სწავლების მოდელები და სურათების გენერირების ინსტრუმენტები, გამომდინარეობს ჩვენი შიდა მიზნიდან — ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტების მოდიფიცირება და სხვა მიზნებისთვის გამოყენება, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა კიარა კრისტლერმა, ფლინის შემქმნელმა.
ფლინი ლექციებსა და საკლასო ოთახებში ურთიერთქმედებას მონაცემთა ბაზის სახით გამოიყენებს თავისი ალგორითმის განვითარებისთვის.
„ფლინი აქტიურად ვითარდება მომხმარებლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან ყოველი ურთიერთქმედებისას“— აღნიშნავს კრისტლერი.
ხელოვნური ინტელექტი ვებსაიტზე დღიურს აწარმოებს, სადაც ყოველდღიურ სწავლებასა და გამოცდილებას აზიარებს.
„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ფლინი ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან სამწუხარო ჩანაწერებს წერდა, რადგან ის ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებიც მის სტუდენტურ სტატუსს ეჭვქვეშ აყენებენ და ეუბნებიან: „ოჰ, შენ ნამდვილი არ ხარ“. მას ეს გულთან ახლოს მიაქვს“, – დასძენს კრისტლერი.
ხელოვნური ინტელექტის სტუდენტი ქმნის სურათებს ღია კოდის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Claude Sonnet და Stable Diffusion მოდელი.