“დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო” – ილია მეორე

“დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

“მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია და ცდილობდა, თავისი შესაძლებლობები საქართველოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა.

თბილისში განთავსებული მისი ქანდაკებები, მონუმენტი, – საქართველოს მატიანე, თანამედროვე ხელოვნების მისი მუზეუმი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროს მოზაიკური სცენები … მუდამ ყველას შეახსენებს ბატონი ზურაბის სახელს და შეინახავს მის ხსოვნას.

რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრები სხვა ქვეყნებშიც არაერთია, მაგრამ სამშობლოს სხვა სითბო აქვს.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები