გია აბაშიძე – ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა, აშშ – უკრაინის ლიდერთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერი
“ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ვატიკანში გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც ისინი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.
“ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა. ალბათ, უთხრა – მანამდე ხომ გნახე? აშშ-უკრაინის ლიდერთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერი, მოგვიანებით შეხვდნენ ზელენსკის.”- წერს გია აბაშიძე.