“საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის; აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა” – პაპუაშვილი

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის. აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები