ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში, რომელიც აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს IDA-ს 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.
“აღსანიშნავია, რომ საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.