“როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი ისმის, ალბათ მინიმუმ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება, რომ საფრანგეთის საელჩომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი” – წილოსანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს ეხმაურება.
„უცნობია, რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული „ნაცური“ ორგანიზაცია ამ გრანტის მიმღებად. როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი ისმის, ალბათ მინიმუმ, პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება, რომ საფრანგეთის საელჩომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი“, – აცხადებს წილოსანი.
ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს.