ზაალ კასრელიშვილი: თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს მიზანმიმართულად აიძულებს, დათმობაზე წავიდეს

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოს ზაალ კასრელიშვილის შეფასებით, თურქეთში ყველაფერი კი არ დამთავრდა, არამედ ღია დაპირისპირების სახით ყველაფერი ახლა დაიწყო.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა, თუკი თურქეთის მოვლენებს საბჭოთა კავშირის დროს მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ შეთქმულებას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის სახელმწიფოებრიობისათვის მოვლენები მძიმედ განვითარდება.
„ერდოღანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს და დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პროცესები ხელიდან გაექცევა“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
მისი შეფასებით, ის, რაც თურქეთში მოხდა, იყო შედეგი და მას ჰქონდა გამომწვევი მიზეზები.
კერძოდ, ზაალ კასრელიშვილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი იყენებს გიულენის სახელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მეთოდურად და მიზანმიმართულად აიძულებს, დათმობებზე წავიდეს.
„თურქეთის პრეზიდენტი იყენებს გიულენის სახელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მეთოდურად და მიზანმიმართულად აიძულებს, დათმობებზე წავიდეს. თუმცა, გაუგებარია, რა აქვს აშშ-ს დასათმობი, ან რატომ უნდა დათმოს. რუსეთთან ურთიერთობის დათბობის შემდეგ, ერდოღანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბვა. გიულენის და ერდოღანის ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო, ისინი თავის დროზე რადიკალური ისლამიზმის მიმდევრები იყვნენ, იყვნენ თანაპარტიელები და ორივემ ამის გამო სასჯელი მოიხადა. შემდეგ მათი გზები გაიყო. საერთაშორისო სამართლის დონეზე ამ საქმის გამოძიება იქნება სწორი და აუცილებელი, რადგან ერდოღანსაც წაუყენა გიულენმა ბრალდება და სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროვოცირებაში დაადანაშაულა“, -განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები