ხვალ საქართველოს დელეგაცია თურქეთს ეწვევა

ხვალ საქართველოს დელეგაცია თურქეთს ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, საქართველოს დელეგაციას ხვალ თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები ექნება. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდნახევარ დოლარს. შესაბამისად, თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, ხვალ, თურქეთში გვექნება მაღალი დონის შეხვედრები. დარწმუნებულები ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები