„არ გამოვრიცხავ, ჩემს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდე საკონსტიტუციო სასამართლოში“
არ გამოვრიცხავ, ჩემს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ეს 15-20 წლის შემდეგ წარმომიდგენია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
”როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვსაუბრობდით, ისიც ითქვა, რომ პარტნიორობა რაღაცაში გადაიზრდებოდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, დიახ, ამ საკითხზე ვფიქრობ, ეს ჩემი ინტერესის სფეროა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ჩემს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა 15-20 წლის შემდეგ წარმომიდგენია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.