თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 4-დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც მინისტრმა გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეხვედრებს გამართავს პენტაგონში, სადაც მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით ჯონ კერის ვიზიტის დროს დადებული მემორანდუმი იქნება.
”მემორანდუმმა საქართველოს ტრერიტორიული თავდაცვის ახალი პრიორიტეტი გაითვალისწინა, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში, ბუნებრივია, საქართველოს შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს იმ მიზნებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ემსახურება. ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა, რომ ეს დოკუმენტი სრულყოფილი სახით მივიღოთ ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები