თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში მიმავალი 6 ავიარეისი გაუქმდა

კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 16 ივლისს დაგეგმილი 10 ავიარეისიდან 6 გაუქმებულია. კომპანია „ტავ ჯორჯია“ იმ გაუქმებული ავიარეისების სიას აქვეყნებს, რომლებიც დღეს თბილისის საერთაშოროსო აეროპორტიდან თურქეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ.
„კვირა“კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, თურქეთში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი 10 რეისიდან 6 გაუქმებულია:
„თურქეთის ავიახაზები“: TK – 386/387 მოფრენა 4:55 / გაფრენა 6:35 – გაუქმდა TK – 379 გაფრენა 2:35 – გაუქმდა TK– 381 გაფრენა 4:25 – გაუქმდა ატლასგლობალი KK – 6794 / 6795 მოფრენა 2:30 / 05:05 გაფრენა – გაუქმდა“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები