ვახტანგ მაისაია: როგორ ჩანს, სამხედრო პუტჩი ჩაიშალა და სამხედროები უკან იხევენ

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ სამხედრო გადატრიალება, რომელიც მეამბოხეებმა დაგეგმეს, ჩაიშალა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე განაცხადა:

“მოკლედ, როგორ ჩანს, სამხედრო პუტჩი ჩაიშალა და სამხედროები უკან იხევენ. ამბოხებულებს მხარი არ დაუჭირეს რეგიონული სარდლობების მეთაურებმა. ასეთი პირი უჩანს ამ ამბავს და ერდოღანის მომხრეები,  უფრო მეტნი, გამოვიდნენ ქუჩებში.
თან, ერდოღანმა შეძლო ხალხის მასების გამოყვანა, თუმცა, ამბოხებულებსაც ჰყავთ თავიანთი მომხრეები და ისინიც გამოვიდნენ ქუჩებში და ეს ცუდია ამბოხებულებისთვის. მათ უკვე მოუწიათ ცეხცლის გახსნა. ასევე, ერდოღანის მომხრეებმა ჩამოაგდეს სამხედრო ვერტმფრენი. სიტუაცია გადავიდა სამოქალაქო დაპირისპირებაში და უკვე ცხადია, რომ სამხედრო გადატრიალება, კლასიკური ფორმით, რომელიც გათვალისწინებული იყო, ჩაიფუშა”, – წერს ვახტანგ მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები