გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

ის, რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერი იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე დაწყნარდება და ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება. „ის, რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე დაწყნარდება და ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება, იქამდე კი, გეტყვით, რომ ჯერჯერობით საქართველოს მხარეზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერმა.
ანკარაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 17 პოლიციელი დაიღუპა. თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები