ვახტანგ კაპანაძე: თურქეთში სამი ქართველი კადეტი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან

 თურქეთში სამი ქართველი კადეტი იმყოფება, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია რთულია. “რთული ვითარებაა. ვითვალისწინებთ გარკვეული სცენარების განვითარებას და ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ყველა საჭირო პიროვნება, ვინც საჭიროა, ადგილზე გვყავს. ვაკონტროლებთ ვითარებას. გვაქვს მომზადებული საჭირო ქმედებები საჭიროების შემთხვევაში”, – განაცხადა კაპანაძემ.
სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა ანკარაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის შენობის და ტელევიზიის აღება სცადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები