გიორგი კვირიკაშვილი: ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი

საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშილი თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც პრემიერი აცხადებს, ყველა საზღვარზე გაძლიერებული კონტროლია. „ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ყველა საზღვარზე არის გაძლიერებული კონტროლი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენ ჩავკეტავთ საზღვარს თურქეთთან. ჯერჯერობით ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, რომ სიტუაცია ჩვენს მხარეს კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები, გვქონდა ზარები ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში ანუ უნდა გამოფრენილიყვნენ, მაგრამ ვერ გამოფრინდნენ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ. გვაქვს ცხელი ხაზი, როგორც სტამბოლში, ისე თბილისში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები