საქართველო–თურქეთის საზღვარი ჩაკეტილია

სარფში თურქეთ–საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია. საზღვრის გადაკეტვის გამო სარფში ავტომანქანების დიდი რიგები დგას.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დღეს სამხედრო გადატრიალება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანკარაში ისმის სროლის ხმა, გამოყვანილია მძიმე ტექნიკა, ქალაქის თავზე კი სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ასევე უცხოური მედიის ცნობით, სამხედროებმა დაბომბეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ტექნიკა და ჯარია მობილიზებული სტამბოლშიც, საცად ყველა ძირითადი ქუჩა გადაკეტილია. დაკეტილია ათათურქის აეროპორტიც. მაუწყებლობა შეწყვიტა თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები