მიხეილ ჯანელიძე ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კრისტერ მიკელსონთან (რეზიდენციით ჰელსინკი).
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ფინეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კრისტერ მიკელსონს ელჩად მუშაობის პერიოდში საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში. შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები