ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260 -ს შეადგენს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს.
აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.
ცესკო-ში გამართულ შეხვედრას, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ესწრებოდნენ, ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ამომრჩეველთა სიას კიდევ ერთხელ განაახლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები