აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე აირჩიეს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე 12 ხმით არცერთის წინააღმდეგ აირჩია.
სხდომაში არ მონაწილეობდა 9 დეპუტატი. რიგგარეშე სხდომის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 14 ივლისს, ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ზურაბ პატარიძეს კენჭისყრაზე მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.