თინა ხიდაშელი: ევროპა ებრძვის ტერორიზმს, მაგრამ ვრწმუნდებით, რომ ეს საკმარისი არ არის

არ შეიძლება ტერორისტული ქმედებების ასეთი ჯაჭვი დარჩეს, როგორც ამბავი, რომელზეც გაბრაზებული ლიდერები ცხელ გულზე განცხადებებს გააკეთებენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნიცაში მომხდარ ტერაქტს.
მისი თქმით, ევროპა ებრძვის ტერორიზს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„ძალიან დიდი გამოფხიზლებაა საჭირო მსოფლიოში რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ტერორისტული ქმედებების ასეთი ჯაჭვი დარჩეს, როგორც ამბავი, რომელზეც გაბრაზებული ლიდერები ცხელ გულზე განცხადებებს გააკეთებენ. დიახ, ევროპა ებრძვის ტერორიზმს უდავოდ და ძალიან ბევრი ღონისძიება ხორციელდება ამისთვის, მაგრამ ჩვენ რეგულარულად კვირიდან კვირამდე ვრწმუნდებით, რომ ეს არ არის საკმარისი“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ნიცაში, გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა, აქედან 16 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები