ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სერიოზული კოზირია

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სერიოზული კოზირია, მაგრამ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი. ამის შესახებ „კონსერვატორების“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რჩევების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ეხება.
„არ ვიცი, რატომ გაგახსენდათ ბიძინა ივანიშვილი ამ სიტუაციაში, თუმცა გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ სერიოზული კოზირი. იგი წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს აქტიურ და სერიოზულ მონაწილეობას და ეს არის ძალიან კარგი“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს რჩევას ეკითხება და ასევე ეკითხება სხვა ადამიანებსაც.
„რჩევას ჩვენ ვეკითხებით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბევრ ადამიანს. საერთოდ, რჩევის კითხვა სირცხვილი არ არის. რაც უფრო მეტ ჭკვიან ადამიანს შეეკითხები იმ საკითხის ირგვლივ, რის გარშემოც გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, გაქვს რამდენიმე ვარიანტი და გინდა, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკეთესად მოქმედებს შენზე, ვიდრე ცუდად. თუკი პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ეკისრება მთავრობას, მის მეთაურს და ამ შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც არის ახალგაზრდა და ამბიციური ლიდერი. მას აქვს ძალიან ამბიციური პროექტები და უკვე დაწყებულ პროექტებს რომ დააკვირდეთ, მიხვდებით, რამხელა გაბედულება სჭირდებოდა მის დაწყებას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები