გიორგი კვირიკაშვილი: კვირა აღარ გადის, რომ ერთმანეთს სამძიმარს არ ვეუბნებოდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიცაში მომხდარ ტერაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ასეთი ფაქტი აღარ მოხდეს.
„მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას ამ საშინელი ტერაქტის გამო. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ასეთი ფაქტი აღარ მოხდეს. კვირა აღარ გადის ფაქტობრივად, რომ ერთმანეთს სამძიმარს არ ვეუბნებოდეთ. ნამდვილად რაღაც ქმედითი არის გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილიმა.
ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. საფრანგეთში გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები