ნიცაში მყოფი 4 ქართველი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს

ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე აცხადებს. 13689542_1180326528656505_1920832479_n
როგორც ელჩმა აღნიშნა, ოთხ ქართველს საელჩოს წარმომადგენელი დაუკავშირდა და ისინი უსაფრთხოდ არიან.
„საელჩოს წარმომადგენელი დაუკავშირდა მათ ახლობელს სახლში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ჩვენი წარმომადგენელი ამ ოჯახს იცნობდა, ამის შემდეგ მოახერხეს დაკავშირება 4 ქართველთან. აღმოჩნდა, რომ სახლში იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ამ დროის მონაცემებით, ისინი უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ”, – განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები