გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობდა და თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის.
„რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა თავისი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ ზეწოლებს ჰქონდა ადგილი და მე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა და ჩემი რწმენა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ მხოლოდ თავიანთი რწმენის საფუძველზე. მე გამოვუცხადე მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა. ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ, თავიანთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებენ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები