გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2016 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების დროს ქ. ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„მსგავსი საზარელი ქმედებები ანგრევს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის. ნება მიბოძეთ, ამ მწუხარების ჟამს, მოგმართოთ თქვენ და საფრანგეთის მოქალაქეებს და გამოვხატო თქვენდამი ჩემი მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ჩვენ თანავუგრძნობთ საფრანგეთის მოქალაქეებს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზარალდა. ფრანგ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევს გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები