ზვიად ძიძიგური: ყველა წარდგენა პრემიერის მიერ მოხდება და თავად დაასახელებს, სად ვინ იქნება

„კონსერვატორები“ „ქართული ოცნების“ როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ სიებში წარმოდგენილნი იქნებიან, მაგრამ ყველას ვინაობა ცნობილი იმის მიხედვით გახდება, რა თანამიმდევრობითაც მათ პრემიერ-მინისტრი წარადგენს. ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, სიის შემადგენლობაზე ვისაუბროთ, რადგან ეს პრეროგატივა გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. ყველა წარდგენა მის მიერ მოხდება და წარდგენების დროს, თავად დაასახელებს, სად ვინ იქნება და იქიდან რომელი იქნება „კონსერვატორი“. მეც პერსონა გახლავართ და ჩემი წარდგენაც ისე მოხდება, როგორც სხვა დანარჩენის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
„ქართული ოცნების“ ახალი სახეების კვალიფიციურობის შეფასებისას ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე საუბარი სიმართლეს არ შეეფერება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ახალი სახე თავის დარგში არის წარმატებული, კვალიფიციური და გაკეთებული აქვს მნიშვნელოვანი საქმეები.
„მაგალითად, ირაკლი კობახიძეს არ აკლია პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც 2 წელზე მეტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანია და ბევრ საქმეს აკეთებს როგორც პარტიაში, ისე მის გარეთ. ნინო გოგუაძე საკმაოდ დიდი ხანია პოლიტიკაშია, ის გახლავთ „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში. ამასთან, ნინო გოგუაძემ საკრებულოში ყოფნის პერიოდში ამერიკაში ემორის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო სამართლის განხრით და ის არის „ევროპელი კონსერვატორების“ ბორდის წევრი. აქვს აქტიური კონტაქტები მოქმედ ევროპელ პოლიტიკოსებთან და მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროქტებს ახორციელებს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები