თსუ-ში სენატის არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს ,- სენატის არჩევნები მიმდინარეობს.
სენატის წარმომადგენლობა, კანონით 76 წევრით განისაზღვრა, დღეს 33 ახალი წევრი უნდა აირჩიონ, აქედან 12 უნდა იყოს სტუდენტი, ხოლო 21 – აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.
საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა 17:00 საათისთვის შეწყდება. არჩევნებისთვის გახსნილია 21 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა რაოდენობა 28 781-ია. საარჩევნო კომისია გამარჯვებულ კანდიდატებს 23:00 საათამდე გამოავლენს. სენატი უფლებამოსილია, დაამტკიცოს ბიუჯეტი და ჩაატაროს კანცლერის არჩევნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები