ეკატერინე სირაძე-დელონე: ნიცაში მყოფ 4 ქართველს საკონსულო ამ დრომდე ეძებს

სანამ ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ამოცნობა არ მოხდება, მანამდე დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეები დაღუპულთა შორის არ არიან, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინე სირაძე დელონემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 ქართველს ეძებენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. მისი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
„ჩვენ ვიცით მათი ვინაობა, თუმცა გვარ-სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ პანიკა არ გამოიწვიოს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ცხოვრობენ საფრანგეთის ქალაქ ლიონში, თუმცა გუშინ ნიცაში იმყოფებოდნენ. საკონსულო და საელჩო ყველაფერს აკეთებს, მათ კვალს რომ მიაკვლიოს. ამ წუთამდე ვცდილობთ, ვიყოთ პროაქტიურები. ვუკავშირდებით ჩვენს მოქალაქეებს და ასოციაციებს, რომლებიც ნიცაში ფუნცქციონირებენ. ვცდილობთ, გავიგოთ, ყველა კარგად არის თუ არა. ვუკავშირდებით მათ საახლობლო წრეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებულთა შორის ან დაღუპულთა შორის ქართველები არიან, ამ დრომდე არ დასტურდება. თუმცა რადგან ბევრი გარდაცვლილია ამოსაცნობი, უნდა დავიცადოთ, სანამ აბსოლუტურად ყველა დაღუპული არ იქნება იდენტიფიცირებული. მანამდე დადსტურებულად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა, ან დაშავებულთა შორის“, – განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები