თარხან ბათირაშვილის ოჯახში მის მკვლელობას ადასტურებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, თარხან ბათირაშვილის, იგივე ალ-შიშანის ოჯახში, მის მკვლელობას ადასტურებენ. ბათირაშვილის საცხოვრებელ სახლში ჭიშკარი გახსნილია და ახლობლები სამძიმარს იღებენ. მეზობლების ინფორმაციით, ბათირაშვილების ოჯახს წუხელ სირიიდან დაურეკეს და ალ-შიშანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
,,ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, “ჟღალ გენერლად” წოდებული, პანკისელი თარხან ბათირაშვილი თანამებრძოლებთან ერთად ერაყში ავიაიერიშების დროს დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები