საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს ხვდება. პრეზიდენტმა პაპუაშვილთან შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობისთვის დიდი მნიშვნელობა აკისრია. გიორგი მარგველაშვილი მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები