გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი საზოგადოება ყველაზე თავისუფალი იყო ყოფილ საბჭოთა ბანაკში

ჩვენი საზოგადოება იყო ყველაზე თავისუფალი, საკუთარი აზრის ხმამაღლა გამომხატველი საზოგადოება ყოფილ საბჭოთა ბანაკში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულება თუ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ან ნატოს დღის წესრიგი, არის ქართული საზოგადოებაის მოთხოვნა.
„მიზეზი, რატომაა საქართველო კონცენტრირებული აღმოსავლეთ პარტნიორობასა თუ ევროპასთან თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება თუ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ან ნატოს დღის წესრიგი, არის ჩვენი საზოგადოება და მოთხოვნა, რომელიც მისგან მოდის.
სწორედ ქართული საზოგადოება წყვეტს და მოითხოვს პოლიტიკოსებისგან, იმის მიუხედავად, რომელ გაერთიანებას წარმოადგენენ ისინი, რომ ძალიან კონცენტრირებული იყვნენ სწორედ ამ საკითხებზე. ჩვენი საზოგადოება იყო ყველაზე თავისუფალი, საკუთარი აზრის ხმამაღლა გამომხატველი ყოფილ საბჭოთა ბანაკში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს ბათუმში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული გზა“ წუთიერი დუმილით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. შეკრებას ესწრება სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოსული ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. დღესვე, კონფერენციის მონაწილეები ანტი დასავლური პროპაგანდისა და რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები