„ქართული ოცნება“: ეს არის მსოფლიო ტრაგედია, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ეს არის შემაძრწუნებელი ტრაგედია. სამწუხაროა, რომ მორიგ ტერორისტულ აქტს კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. ეს არის მსოფლიო ტრაგედია, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე. დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. გამძლეობას ვუსურვებთ მათ ამ მძიმე წუთებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები