პრემიერ-მინისტრი ნიცის ტერაქტზე – დემოკრატიული სამყარო შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს

ნიცაში განხორციელებული ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მომხდარს შემაძრწუნებელი უწოდა. პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას თანაგრძნობა გამოუცხადა.
„შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“,- წერს პრემიერი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები