ზურაბ პატარაძის კანდიდატურას რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს15 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და დაამტკიცებენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით 21-ე სხდომაზე ერთხმად მიიღეს. სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე უძღვებოდა, ასევე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე. ბიუროს სხდომას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მურმან დუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები