გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს – კარლჰაინც კოპფს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა, კარლჰაინც კოპფმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო – ავსტრიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სატყეო მეურნეობა, დეცენტრალიზაციისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილება როგორც უსაფრთხო, სანდო პარტნიორი, რაც იძლევა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას. გამოთქვა იმედი, რომ 2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს შესძენს ქართულ-ავსტრიულ ორმხრივ ურთიერთობებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე. ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი; საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კარლჰაინც კოპფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ავსტრიის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები