იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატთა რაოდენობა 125-ია, ხოლო ვაკანტური ადგილი – 65.
ამ დროის მონაცემებით, 14 უკვე დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წევრებმა უკვე დანიშნეს ახალი მოსამართლეები თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოში საბჭოს მოქმედი 2 წევრი, თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი დაინიშნენ. ალანიას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს 10-მა წევრმა. თავად კანდიდატს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი კანდიდატი თავად იყო. მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, მისივე თქმით, წარსულ საქმიანობას ობიექტურად აფასებს. „ჩემთვის შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან მე ძალიან ობიექტურად ვაფასებ ჩემს წარსულ საქმიანობას“, – განაცხადა გაბინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები