ვახტანგ რჩეულიშვილი: გუკა არ გამოვა, სანამ მაია არ გამოვა

ყველა დაკავებული პირი არჩილ კბილაშვილის და მისი პროკურატურის პირადი პატიმარია, – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა.
როგორც რჩეულიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუკა რჩეულიშვილი იქამდე არ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, სანამ მაია რჩეულიშვილი არ გამოვა.
„ცენტრ პოიინტის“ საქმეზე დაკავებულების – მაია და გუკა რჩეულიშვილის ოჯახის წევრი მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული პირი არჩილ კბილაშვილის და მისი პროკურატურის პირადი პატიმარია.
“ეს არის გეგმაზომიერი ოპერაცია, რომელიც წინა არჩევნებზე განხორციელდა „დექსუსის“ შემოგზავნით და ქონების ნაწილის მითვისებით. ახლა კი ამ გზით უნდათ მეორე ნაწილის მითვისება. მე რომ დღეს დავაყენო მოთხოვნა, რომ გუკა გამოუშვან, გუკა არ გამოვა, სანამ მაია არ გამოვა. არც გუკა გამოვა მაიას გარეშე და არც მაია გუკას გარეშე”, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ საპატიმრო დაწესებულება ერთ-ერთ ბრალდებულს, სალომე ჩარკვიანს დაატოვებინონ, რადგან ის უდანაშაულოა.
“დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, რომ სალომე გამოუშვან, რადგან რეალურად სალომეთი აიძულეს მაია, რომ ეთქვა, ყველა ფინანსურ საკითხზე ისაა პასუხისმგებელი. სალომე აშკარად უდანაშაულოა. გამოუშვან ის და ეს საქმე დაენგრევათ”, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები