„ისლამური სახელმწიფო“ თარხან ბათირაშვილის დაღუპვას ადასტურებს

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“დაადასტურა ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, უმარ შიშანის (თარხან ბათირაშვილის) დაღუპვის ფაქტი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა. თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ შირკატის მახლობლად დაიღუპა. თუმცა შეერთებული შტატების უწყებებს მაშინ ეს ცნობები არ დაუდასტურებიათ. თარხან ბათირაშვილი 1986 წელს საქართველოში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დაიბადა. „ისლამურ სახელმწიფოში“ ის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობას იკავებდა. ბათირაშვილის შესახებ ინფორმაციაში აშშ-მ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები