იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც ესწრება. საბჭოს წევრებმა 65 ვაკანტურ ადგილას უნდა აირჩიონ მოსამართლეები. განაცხადი წარდგენილი აქვს 125 მოსამართლეს. მათ შორის არიან საბჭოს ორი წევრი თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, ასევე ჯემალ კოპალიანი, მამია ფხაკაძე – საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ჩემია, რომელიც გირგვლიანის საქმის განხილვისას მოსამართლე იყო, ასევე მონაწილეებს შორისაა თამაზ ურთმელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები