სპორტული ფედერაციები ავიარეისებზე სპეციალური კორპორატიული ფასდაკლებით ისარგებლებენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი სპორტული ფედერაციებისთვის სპეციალური კორპორატიული ფასდაკლების სისტემის შემუშავებას ითვალისწინებს, რაც სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, სპეციალური პირობებით ისარგებლონ და საზღვარგარეთ ტურნირებზე გამგზავრების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ხარჯები შეამცირონ.
მემორანდუმს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
სამინისტროს ინიციატივას ასევე, Turkish Airlines და Qatar Airways უერთდება, რომლებიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისა და თანმხლები დელეგაციებისთვის საერთაშორისო ღონისძიებებზე გასამგზავრებლად შეღავათიანი ფრენებს უზრუნველყოფენ.
მემორანდუმი ძალაში უკვე შევიდა და ფედერაციებს საშუალება ექნებათ, კორპორატიული პირობებით, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლონ.
ღონისძიებას სპორტული ფედერაციებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები