მანანა კობახიძე: ეს არის ახალგაზრდა, განათლებული, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდების გუნდი

დღეს წარდგენილი გუნდი ძველ თანამებრძოლებთან ერთად 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების საწინდარი იქნება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც დღეს წარუდგინეს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ კანდიდატების სახით, ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, პროფესიაში.
„ეს არის ახალგაზრდა, განათლებული, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ერთად ძალიან ბევრ სასიკეთო და სასარგებლო საქმეს გააკეთებს საქართველოს პარლამენტში უკვე საკანონმდებლო დონეზე. ეს გუნდი ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან ერთად ნამდვილად არის საწინდარი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გამარჯვების 8 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ ვიწყებთ ახალ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც აქვთ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში საქმიანობის“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები