“არჩევნები “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიის ახალი წევრი, თამარ ხულორდავა ფიქრობს, რომ არჩევნები “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება.
თამარ ხულორდავასთვის ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი.
რაც შეეხება მისი საქმიანობის მიმართულებას, ხულორდავა იმ სფეროში იმუშავებს, სადაც მეტი გამოცდილება აქვს. საუბარია ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.
“შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან მივიღე. ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი გუნდით, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, რამაც პოლიტიკაში მოსვლის ნაბიჯი გადამადგმევინა. გუნდში შემავალი ადამიანების კვალიფიკაციასა და შრომისუნარიანობაში არანაირი ეჭვი არ მეპარება. ჩვენ შევძლებთ, ერთად ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ. პარტიის შანსებს რაც შეეხება, ოპტიმისტურად ვაფასებს და მგონია, რომ არჩევნები “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება”,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საზოგადოებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 15 ახალი სახე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები