„რუსთავი 2“ უზენაეს სასამართლოს მიმართავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი უზენაეს სასამართლოს მიმართავს, წარმოებაში მიიღოს სამაუწყებლო კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელი.
ნიკა გვარამიამ შესაბამისი განცხადება, ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და სარჩელის წარმოებაში მიღების კრიტერიუმები განმარტა. “ჩვენ დღეს „რუსთავი 2“-ის კოლექტივი, ერთიანი გუნდი ვართ, რომელშიც ბზარის შეტანა ვერ მოხერხდა.
შეტანილი სარჩელი აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის ყველა კრიტერიუმს. მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც წინა ორმა ინსტანციამ „რუსთავი 2“-ის საქმის ფარგლებში მიწასთან გაასწორა,”- განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები