კახა კალაძე – ჩვენი გუნდის ახალი წევრები დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში

ეს ადამიანების შეირჩნენ თავიანთი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში, პროგრესში, ახალ ხედვებში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად კალაძის კანდიდატურას, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სრულ ინფორმაციას საარჩევნო სიის შესახებ მედია და საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს. „რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში ყველაფერი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. მე მესმის, რომ ძალიან საინტერესოა, თუ ვინ იქნება პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიის შემადგენლობაში, ვინ იქნებიან მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები, ამ ყველაფერს თქვენ დროთა განმავლობაში გაიგებთ, ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის ნაწილია და შესაბამაისად ყველა ინფორმაცია აუცილებლად იქნება ცნობილი“, – განაცხადა კალაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში “ქართული ოცნების” ახალი წევრები წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები