“არ მაქვს მოლოდინი, რომ განახლებულ გუნდში საგარეო კურსთან დაკავშირებით წინააღმდეგობა იქნება”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალ წევრს, თამარ ჩუგოშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ განახლებულ გუნდში, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა იქნება.

როგორც პარტიული სიის წევრების წარდგენის შემდეგ ჩუგოშვილომა აღნიშნა, ის, ძირითადად, დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე იმუშავებს. მანვე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, სიის რომელი ნომერი იქნება.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გუნდის წევრობის შეთავაზება თავად პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

“გუნდში წინააღმდეგობა, ან მიუღებლობა ნამდვილად არ მიგრძვნია. მხოლოდ მხარდაჭერა და წახალისება ვიგრძენი, გუნდი ერთიანია. დაგვჭირდება მუშაობა, რომ ახალი წევრები პროცესებში აქტიურად ჩავერთოთ. არ მაქვს მოლოდინი, რომ განახლებულ გუნდში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს შეეწინაააღმდეგებიან. როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყნის ფუნდამენტური კურსი, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, როდესაც ჩვენ გუნდის წევრებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საზოგადოებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 15 ახალი სახე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები