შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა იაგო საურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაადასტურეს და განუმარტეს, რომ საურმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი შემცვლელის ვინაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ. იაგო საური შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსად 2015 წელს დაინიშნა.