მამუკა ხაზარაძე: სადაც ასეთი გუნდია, მე იქ ვარ

“მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, მის ხედვას, მის გუნდს”, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენის შემდეგ განუცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ ახალგაზრდებმა დაამთავრეს მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები, იმუშავეს მსოფლიოს სხვადასხვა გამოცდილ ორგანიზაციებში.
მისივე განმარტებით, ისინი დღეს არიან შეკრებილი ერთად იმისთვის, რომ ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.

„სადაც ასეთი გუნდია, მე ვარ იქ. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, მის ხედვას, მის გუნდს. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ და გავხადოთ ძლიერი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკისგან შორს არის და ყოველთვის აკეთებს თავის საქმეს.

„მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, იქ ყველა უნდა გამოვიდეს და თავისი სათქმელი თქვას. მე დღეს აქ ვდგავარ და მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას პოლიტიკაში წასვლას, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ძალიან გაუხარდა გიორგი გახარიას პოლიტიკაში წასვლა.
„მას აქვს ბიზნესთან ურთიერთობის გამოცდილება. მან ძალიან ბევრი საკითხი დაალაგა სასიკეთოდ და დარწმუნებული ვარ, მისი დეპუტატობა კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს მოუტანს ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები