„შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ სპეცრაზმელები “იმედში”მერაბიშვილ-ადეიშვილის მითითებით შევიდნენ“

დღეს დაიკითხნენ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც დაადასტურეს, რომ მერაბიშვილის და ადეიშვილის მითითებით წავიდნენ სპეცრაზმელები “იმედში” – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკალურმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ადეიშვილი და მერაბიშვილი მოდულიდან ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მათი მითითებით მოხდა „ტელეიმედის“ ძვირად ღირებული აპარატურის განადგურება და ჟურნალისტებზე ძალადობა.
“ადვოკატები ცდილობენ, სასამართლო დააჯერონ, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი არაფერ შუაში არ არიან “იმედის” დარბევასთან. დღეს დაიკითხნენ მოწმეები, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც დაადასტურეს, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი შვიდ ნოემბერს დღის ბოლოს შეკრებილი იყვნენ მოდულის შენობაში და მათი მითითებით წავიდნენ სპეცრაზმელები “იმედში”. ადეიშვილი და მერაბიშვილი მოდულიდან ხელმძღვანელობდნენ დარბევას და მათი მითითებით მოხდა ტელეიმედის ძვირად ღირებული აპარატურის განადგურება და ჟურნალისტებზე ძალადობა. ნაწილი მოქმედია, ნაწილი ყოფილი. მაღალი თანამდებობები ეკავათ კონტრდაზვერვაში და არ უნდა გახმაურდეს მათი ჩვენების დეტალები”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები