არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას მაშინ დავტოვებ, როგორც კი ამას კანონი დამავალდებულებს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას მაშინ დატოვებს, როგორც კი ამას კანონი დაავალდებულებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალი სახეების პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, ის შეუერთდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არის გუნდი.
მისივე განმარტებით, იგი „ქართულ ოცნების“ საპარლამენტო გუნდს იმიტომ შეუერთდა, რომ დღეს ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები არის დაცული და მედიასივრცე თავისუფალი, ხოლო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი.
„ეს არის ის წინაპირობები, რომლებსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თაოსნობით, დავაშენეთ და დავამატეთ წარმატებულ რეფორმებს. ეს არის განათლების და ეკონომიკური სფეროს რეფორმები. ეს არის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება საქართველოში, სახელმწიფო მმართველობის სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება. ეს არის ის მიზნები, რისთვისაც მე შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები