ბათუმში ხელყუმბარა აღმოაჩინეს

ბათუმის “მაკდონალდსის” მიმდებარედ, “სოკარის” ბენზინგასამართი სადგურის წინ, გზაზე ხელყუმბარა აღმოაჩინეს. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქემ 112-ში დარეკა და ასაფეთქებლის მსგავსი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ აცნობა. შსს-ს ცნობით, გამნაღმველებმა ხელყუმბარა ამოიღეს და ექსპერტიზისთვის გადაიტანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი, გამოძიება 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, ან შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები